საქართველოს მომგებიანი ბანკების რეიტინგი

საქართველოს მომგებიანი ბანკების რეიტინგი

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს იანვარ-თებერვლის ფინანსური ანგარიშები უკვე წარუდგინეს. დოკუმენტების თანახმად, 15-მა ბანკმა ჯამში 384 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით მეტია, მთლიანად ბანკების მიერ მიღებული საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავალი წელს 1.27 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 24%-ით არის გაზრდილი. ბანკების მიერ გადახდილი მოგების გადასახადი კი იანვარ-თებერვალში 58.4 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 33%-ით მეტია.

წმინდა მოგების მხრივ წელს პირველ ადგილზე “საქართველოს ბანკია”, რომელმაც 182 მილიონი ლარის მოგება გამოიმუშავა. მეორე პოზიციას 130 მილიონით “თიბისი” იკავებს, მესამეზე კი “კრედო” ბანკია 18 მილიონის მოგებით. ამასთან სამი კომერციული ბანკი მოგების ნაცვლად ზარალზე იმყოფება.

1. საქართველოს ბანკი – 182.2 მლნ ლარი;
2. თიბისი ბანკი – 130.1 მლნ ლარი;
3. კრედო ბანკი – 18 მლნ ლარი;
4. ლიბერთი ბანკი – 12.3 მლნ ლარი;
5. ვითიბი ბანკი – 7.9 მლნ ლარი;
6. ხალიკ ბანკი – 7.4 მლნ ლარი;
7. ბაზის ბანკი – 7.2 მლნ ლარი;
8. პროკრედიტ ბანკი – 6.7 მლნ ლარი;
9. ტერა ბანკი – 5.5 მლნ ლარი;
10. ქართუ ბანკი – 3.3 მლნ ლარი;
11. იშ ბანკი – 3.1 მლნ ლარი;
12. ზირაათ ბანკი – 1.3 მლნ ლარი;
13. პეისერა – -0.1 მლნ ლარი (ზარალი);
14. პაშა ბანკი – -0.2 მლნ ლარი (ზარალი);
15. სილქ ბანკი – -0.6 მლნ ლარი (ზარალი).

მსგავსი სიახლეები

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩინეთის…
ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 89 დოლარს აღწევს,…
2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა, მოხმარება კი 2%-ით

2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა,…

2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 3.69 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. სემეკის…